ოკუპაციის მსხვერპლი - ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვი დაიღუპა
ოკუპაციის 6 წლის მსხვერპლი - ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვი დაიღუპა.
ირკვევა, რომ მშობლებმა ოკუპირებული გალიდან 6 წლის ბავშვის გადმოყვანა ზუგდიდის საავადმყოფოში მოასწრეს, თუმცა ბავშვის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, მოზარდი ბათუმში გადაეყვანათ. მას, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა აღნიშნებოდა.
ზუგდიდის კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მცირეწლოვანს კორონავირუსის ინფექცია არ დადასტურებია.