"ოცნების" აღიარება - რატომ გადაწყვიტა კობახიძის გუნდმარელიგიური ნაგებობების შესახებ კანონის გამკაცრება

11.01.24 12:46
"ოცნების" აღიარება - რატომ გადაწყვიტა კობახიძის გუნდმარელიგიური ნაგებობების შესახებ კანონის გამკაცრება

რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ"  რელიგიური ნაგებობების შესახებ კანონის გამკაცრება, დაჩქარებული ვადებით -  ბექა დავითულიანი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მიზეზი რადიკალები არიან: 

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით კანონი სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს"- ამბობს დეპუტატი

თუ ხდება ვიღაცის რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფა და ამას ყოველთვის მოჰყვება მძაფრი რეაქცია ამ რელიგიური ჯგუფების მხრიდან, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი. თუ ეს ადეკვატური პასუხი არ აქვს ხელისუფლებას, მერე ხალხი გამოდის ქუჩაში, ამ რელიგიური ჯგუფების წევრები, ეკლესიების და სხვადასხვა აღმსარებლობის და ქუჩაში ცდილობენ, რაღაც ტიპის ანგარიშსწორებას. ამიტომ ადეკვატური უნდა იყოს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ამაზე. თუ მსუბუქია ეს რეაგირება და თვლიან ეს ჯგუფები, რომ არ არის სამართლიანი, მაშინ ეს პროცესი გადი ქუჩაში და იღებს საშიშ სახეს"- თქვა დავითულიანმა. 

 

მსგავსი სიახლეები