ახსოვს მომხდარი, თუმცა არ იცის, რომ ქალი მოკვდა - ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პროცესი დაიწყო
კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პროცესი დაიწყო - სავარაუდოდ, გიორგი კავლელაშვილი რამდენიმე წუთში მოსამართლისგან გაიგებს, რომ მის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო, მისი ცოლი გარდაიცვალა.
წინასწარი კომენტარებით, მამაკაცი უკვე კონტაქტურია, ახსოვს მომხდარი თუმცა არ იცის, რომ ქეთევან ედიბერიძის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ექიმმა თქვა ასე - არ იცის, რომ (ქეთევან ედიბერიძე) გარდაცვლილიაო და არ უნდა იციდესო, იმიტომ რომ შესაძლოა, დაზიანებები მიიყენოს, რაც საშიშია.
ჩვენებები არის, მამის ჩვენებაც არის, მეზობლების ჩვენებაც არის, მოგეხსენებათ, ფაქტის შემსწრე არავინ არ არის, ადამიანი რომ დაჭრილი იყო და გარდაიცვალა ამ ფაქტზე საუბრობენ. (გიორგი კავლელიშვილი) მეზობლებთან თავად არის მისული, ფაქტს დაკავებულის მამა არ შესწრრებია, ეძინა, სხვა ოთახში იყო. (მკვლელობის) მოტივი ნამდვილად არ არის ცნობილი. შესაძლებელია, ფსიქიკასთან გვქონდეს საქმე" - ამბობს გიორგი მდინარაძე.
კომენტარი გააკეთა პროკურატურის წარმომადგენელმაც - ბრალდების მხარე კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატი კი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.