ივანიშვილს გახარიას გამოწვევის მისაღებად გამბედაობა არ ეყოფა - აქუბარდია
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ბიძნა ივანიშვილს გიორგი გახარიასტან დებატებში დასაჯდომად გამბედაობა არ ეყოფა.
აქუბარდია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ "ოცნების" დამფუძნებლის დებატებში გამოწვევა სწორი ნაბიჯია.
აბსოლუტურად სწორია ივანიშვილის გამოწვევა, მაშინ, როდესაც ის საუბრობს უძლეველ "ქართულ ოცნებაზე" და იმაზე, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არ არის. რა თქმა უნდა, სწორი იქნებოდა, რომ ის გამოჩნდეს და ესაუბროს საკუთარ ხალხს, ისევე როგორც შევიდეს პოლემიკაში იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ის ლანძღავს და ჭორავს. მე არ ვფიქრობ, რომ გაბედულება ეყოფა ივანიშვილს ამ გამოწვევის მისაღებად", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.