გახარიას წინასაარჩევნო განცხადებები ცხადყოფს, რეალურად ის ოპოზიციონერი მოთამაშეა თუ ივანიშვილის თამაშს თამაშობს - ბოკუჩავა
გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გახარიას წინასაარჩევნო განცხადებები და ტაქტიკა ცხადყოფს, რეალურად ის ოპოზიციონერი მოთამაშეა თუ ივანიშვილის თამაშს თამაშობს.
ახლა გიორგი გახარია პოზიციონირებს პოლიტიკურ ველზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მე ვფიქრობ, მისი წინასაარჩევნო სტრატეგია და განცხადებები, ის ტაქტიკა, რომელსაც აირჩევს, ცხადყოფს ამომრჩევლისთვის, რეალურად ის ოპოზიციონერი მოთამაშეა თუ ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.