გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე - ზარქუა გახარიას
გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა გახარიას გაარიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით.
ზარქუა მზადყოფნას გამოთქვამს თავად დაუჯდეს ყოფილ პრემიერს დებატებში მას შემდეგ, რაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ოპოზიციონერებთან შეძლებს დებატების გამართვას.
მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს რაღაცნაირად აიმაღლოს და გამოიწვია ვინ? ივანიშვილი, რომლის 1 % მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე მე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით. იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან გადადით, ბევრი საერთო გაქვთ და მხივდები რაც და ბოლოს, ამათ რომ მოილევ, ბოლო ტესტი ეს იქნება ჩერგო. აი იქაც თუ დაჯდები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, სპეცოპერაციებზე და შემდეგ გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.