"ოცნებას" და ივანიშვილს ქრისტიანობის დაცვასთან საერთო რომ არ აქვს, ეს საყდრისით და გელათით გამოჩნდა - დეკანოიძე

11.01.24 13:42
"ოცნებას" და ივანიშვილს ქრისტიანობის დაცვასთან საერთო რომ არ აქვს, ეს  საყდრისით და გელათით გამოჩნდა - დეკანოიძე

ფარისევლობა - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე კობახიძის გუნდის გეგმას, რომელიც რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფის აღსაკვეთად კანონის გამკაცრებას გეგმავს.

"ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ქრისტიანობის დაცვასთან საერთო რომ არ აქვს, ეს გამოჩნდა საყდრისით და გელათით"- თქვა "პირველებთან" ხატია დეკანოიძემ. 

"ასეთი ფარისევლური განცხადებები პირველ რიგში მიუთითებს იმას, რომ ძალადობრივი ჯგუფები მათ მიერ არის წახალისებული. ისინი მათ როგორც წესი, იყენებენ, რაღაც ამ ეიფორიის შესაქმნელად. ნებისმიერი ფაქტი, მიკრომენეჯმენტი, ფაქტების შეჯამება და შემდეგ რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ არის ბიძინა ივანიშვილის ჩარევით"- ამბობს დეკანოიძე. 

ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს. 

მსგავსი სიახლეები