ივანიშვილს განუზომლად დიდი წონა აქვს, რატომ უნდა ედებატოს - დავითულიანი გახარიაზე
ყოფილ პრემიერებს შორის დებატები არ იქნება. საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ არ ჩანს, თუმცა ოლიგაქრის ნაცვლად ლაპარაკობენ მის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრები. სახელისუფლებო გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილს გახარიასთან დებატები არაფერში სჭირდება.
ყველა სხვა პოლიტიკოსთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში განუზომლად მეტი წონა აქვს, შესაბამისად, ნებისმიერი ოპოზიოციონერი, რომელიც ამბობს, რომ დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ცდილობს, ბიძინა ივანიშვილთან დებატების ხარჯზე თავისი პოლიტიკური წონა განიმტკიცოს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არაფერში არ სჭირდება, რატომ უნდა ედებატოს, მე არ წარმომიდგენია", - ამბობს ბექა დავითულიანი.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.