ივანიშვილი, რომელსაც კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები აქვს, სარწმუნოების სახელით ცდილობს, დააპირისპიროს ადამიანები - ბოკუჩავა
ბიძინა ივანიშვილი სარწმუნოების სახელით ცდილობს, დააპირისპიროს ადამიანები და გააღვივოს შუღლი - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ენმ მმართველი პარტიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს:
ვხედავთ, რომ ფარისეველი ივანიშვილი, რომელსაც კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები აქვს, ჩვენი სარწმუნოების სახელით ცდილობს, დააპირისპიროს ადამიანები და გააღვივოს შუღლი. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ივანიშვილის მოშეს ხელით წარმოებულ კამპანიაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ"- აცხადებს ბოკუჩავა.
ქართული ოცნება საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს.