გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს - კალაძე
აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიას განცხადება, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოიწვევის შესახებ.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.
კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.
საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.
რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ, ეს არის ძალიან მარტივი", - განაცხადა კალაძემ.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.