საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს! - ინაშვილი

11.01.24 14:11
საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს! - ინაშვილი

საპატრიარქოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი უკვე გამოეხმაურა. 

ირმა ინაშვილის თქმით, ეკლესიის პოზიცია სრულიად მისაღებია: 

სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!"- წერს ინაშვილი. 

 "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებდა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.  

რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქომ ოფიციალურად მოუწოდა ხატის შემომწირველებს, რომ სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები. 

მსგავსი სიახლეები