გადამწყვეტი არჩევნები 2024 - რატომ არ აწყობს "ოცნებას" სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა საქართველოში

11.01.24 14:28
გადამწყვეტი არჩევნები 2024 -  რატომ არ აწყობს "ოცნებას" სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა საქართველოში

გადამწყვეტი არჩევნები 2024 - "ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოცნებას გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოყვანა არ აწყობს.

დეკანოიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის უკეთესია თუ სადამკვირვებლო მისიები არ იქნებიან და გაყალბებასთან დაკავშირებული სქემები გამოაშკარავებული არ იქნება.

მათ ამ ნაბიჯის გადადგმა და ოფიციალური მოწვევის გაგზავნა აუცილებლად მოუწევთ. რა თქმა უნდა, მათთვის უკეთესია, თუ არ იქნებიან გრძელვადიანი მისიები, არ შეაფასებენ და არ იქნებიან ძალიან კონკრეტულად გაყალბებასთან დაკავშირებული თემები და ჩარევასთან დაკავშირებული სქემები გამოაშკარავებული, მაგალითად, როგორიცაა, სკოლის დირექტორების გაყრა, რესუსრცენტრების დირექტორებზე კონკურსის გამოცხადება, როდესაც ახლა პარტიულ ნომენკლატურას ირჩევენ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.

გამარჯვების კოალიციამ დასავლელ პარტნიროებს წერილები უკვე გაუგზავნა. მიმართვას ჯამში 35-მდე ადრესატი ჰყავს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების გაყალბება საარჩევნო პროცესის დაწეყბამდე ბევრად ადრე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანდ მიიჩნევენ, რომ მისიებმა მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ.

მსგავსი სიახლეები