ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა - ახალი დეტალები ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის სასამართლოდან

11.01.24 15:43
ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა  - ახალი დეტალები ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის სასამართლოდან

ითხოვა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა, თუმცა ეს დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს - ამის შესახებ პროკურორ გია შაიშმელაშვილმა ცოლის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეზე არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება, ამიტომ გიორგი კავლელაშვილს პატიმრობა შეეფარდა. 

გია შაიშმელაშვილის თქმით, პოზიცია არ დაუფიქსირებია, უბრალოდ ითხოვა, რომ ნამდვილად შეფარდებოდა პატიმრობა. 

 დაეთანხმა (აღკვეთის ღონისძიებას) და ითხოვა, რომ შეფარდებოდა პატიმრობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, ეს სულ სხვა პროცედურაა. ახლა გადაწყდება ბრალდებულის გამოკითხვის საკითხი, რამდენად შეძლებს ის ინფორმაციის მოწოდებას და შესაბამისად, უკვე გაკეთდება ანალიზი“-განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

გაირკვა, ისიც, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შესაბამისი ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და ყველა სახის ექსპერტიზები, ასევე იგეგმება ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

 

მსგავსი სიახლეები