პუტინი აქტიური პოლიტიკოსია და ის მაინც დასანქცირდა, ამიტომ ეს იმუნიტეტს არ განიჭებს - გრეგოროვა ივანიშვილზე

11.01.24 17:17
პუტინი აქტიური პოლიტიკოსია და ის მაინც დასანქცირდა, ამიტომ ეს იმუნიტეტს არ განიჭებს - გრეგოროვა ივანიშვილზე

თუ პოლიტიკაში აქტიური ხარ, მაინც შეიძლება ოლიგარქი იყო - გავლენიანი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "პირველებს" ეუბნება, რომ აქტიური პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილს იმუნიტეტს არ ანიჭებს.

გრეგოროვას თქმით, პუტინიც აქტიური პოლიტიკოსია, თუმცა ის მაინც დასანქცირდა, ამიტომაც ეს არ დაეხმარება ივანიშვილს პოტენციურად სანქცირების კუთხით.

თუ პოლიტიკაში აქტიური ხარ, მაინც შეიძლება ოლიგარქი იყო, ეს არ დაეხმარება ივანიშვილს პოტენციურად სანქცირების კუთხით. აქტიური პოლიტიკოსობა არ განიჭებს იმუნიტეტს. შეხედეთ ვლადიმიტ პუტინს, ის ძალიან აქტიური პოლიტიკოსია და ის მაინც დასანქცირდა. თუ ეს იყო მისი მიზეზი დაბრუნებოდა პოლიტიკას, სამწუხაროდ ეს არ იმუშავებს. მაგრამ ივანიშვილი ასეთი მიამიტიც არაა. თუ ოქტომბერში "ქართული ოცნება" პარლამენტის შიგნით შეინაჩუნებს ძლიერ პოზიციას, შესაძლბელია რომ მათ ბიძინა ივანიშვილი დააახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად. თუ ეს ასე იქნება, ეს ლოგიკური და ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება ივანიშვილის მხრიდან", - აცხადებს გრეგოროვა.

მსგავსი სიახლეები