ხელისუფლებამ დანიის ელჩს ოლიგარქის ხსენება არ აპატია - ივანიშვილის დასაცავად "ოცნება" დიპლომატიურ სკანდალზეც კი მიდის

11.01.24 20:25
ხელისუფლებამ დანიის ელჩს ოლიგარქის ხსენება არ აპატია - ივანიშვილის დასაცავად "ოცნება" დიპლომატიურ სკანდალზეც კი მიდის

 

 

ივანიშვილის დაცვის გამო "ოცნება" დიპლომატიურ სკანდალზეც კი მიდის. "ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი" - ეს ფრაზა საქართველოში დანიის ელჩს დიდი ფასი უკვე დაუჯდა. ხელისუფლებამ დიპლომატს ოლიგარქის ხსენება არ აპატია. ანე ტოფტ სორენსენი ახსნა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის დეტალები უცნობია, თუმცა  ადვილი გამოსაცნობია, რომ დარჩიაშვილის მოადგილესა და ელჩს შორის მძიმე საუბარი შედგებოდა.   

"ივანიშვილის დაბრუნებით  შედეგად ორმაგი ბიძინიზაცია მივიღეთ" - ეს შეფასებები კი დღეს ევროპარლამენტარებისგან ისმოდა. პოლიტიკოსები ვინც, დიდი ხანია "ოცნებას" არწმუნებენ, რომ ოლიგარქიის შესახებ კანონის მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, ამბობენ, რომ მისი დაბრუნება პოლიტიკურ პროცესებს გაართულებს. ყველა დარწმუნებულია, რომ ის დაბრუნდა იმუნიტეტისთვის და არჩევნებში "ოცნების" დასახმარებლად.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები