ქვეყანა ორი ყოფილი პრემიერის დებატების მოლოდინში - გახარიამ ივანიშვილი გამოიწვია

11.01.24 20:27
ქვეყანა ორი ყოფილი პრემიერის დებატების მოლოდინში - გახარიამ ივანიშვილი გამოიწვია

 

 

ქვეყნანა ორი ყოფილი პრემიერის დებატების მოლოდინში. გამოწვევა გაგზავნილია. გახარია ივანიშვილს დებატებში ეპატიჟება.  ეს არის გახარიას პირველი საჯარო განცხადება ოლიგარქის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებისა და მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გახარიას მოღალატე უწოდა.  ექს პრემიერი მზად არის, სიმართლე ოლიგარქის მორჩილებაში მყოფ სასამართლოზეც კი დაამტკიცოს.

საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი საჯაროდ მაინც არ ჩნდება. მის ნაცვლად ყოფილ პრემიერს გამოწვევაზე უარს "ოცნების" ლიდერები ეუბნებიან. გახარიას ლანძღავენ, პოლიტიკურ წონას უწუნებენ და პრაქტიკულად ეუბნებიან, რომ არ არის ღირსი ივანიშვილთან ერთად დებატებზე დაჯდეს. პარტიის ლიდერები ყველაზე მეტად გახარიას ფრაზამ გააბრაზა, როცა მათ მშიშარა ბიჭები უწოდა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები