ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
კარინში კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში!
ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.
დიდება უკრაინას!”, - წერს კარინში.