გადამწყვეტი არჩევნები 2024 - საქართველო სადამკვირვებლო მისიების მოლოდინში
გადამწყვეტი არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების მოლოდინში. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დარჩიაშვილის უწყებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ეუთო-ოდირის ჯგუფის დროულად ჩამოსვლა ქვეყანაში. ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სადამკვირვებლო მისიებისთვის ჯერ მოწვევაც კი არ გაუგზავნია. უწყებაში განმარტავენ, რომ იმ ვადებში ჩაეტევიან, რომელიც სამთავრობო კომისიის გეგმაშია გაწერილი.
რატომ არის საჭირო, რაც შეიძლება სწრაფად დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა? ყველა წინა არჩევნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაყალბებას "ოცნება" კენჭისყრის დღემდე დიდი ხნით ადრე იწყებს. ამომრჩევლის მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა - ეს მმართველი პარტიის კარგად ნაცადი მეთოდია. ამიტომ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რისკების დასაზღვევად აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი და რაც შეიძლება გრძელვადიანად ჩამოვიდეს ქვეყანაში.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.