რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან

12.01.24 11:10
რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? - ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ოცნების" ჩამოშლით ხსნიან

 

 

რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მესამედ? ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას ამერიკელი დიპლომატები "ქართული ოცნების" ჩამოშლით ხსნიან. ყველაზე წონიანი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი საკუთარი პარტიის მუშაობით და ბოლო განცხადებებით შეშფოთებულია. 

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ელჩები ქართველ ოლიგარქს ფაქტობრივად ავტორიტარულ ფიგურად მოიხსენიებენ. 

"ყოველთვის გასაგები იყო, რომ ის ქართულ პოლიტიკაში როლს კულისებიდან თამაშობდა. ამის სცენის მიღმა შესრულებას რაიმე სახის ფორმალური როლის შესრულება სჯობს. გამჭვირვალობა ყველასთვის უკეთესია. ვფიქრობ, ცხადი მიზეზი მომავალი არჩევნებია. თვალსაჩინო პოლიტიკურ როლში მისი დაბრუნება შესაძლოა აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ "ქართული ოცნება" იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა. თუ მისი აღქმა ასეთია, ეს ძალიან საინტერესოა", - ამბობს აშშ-ს ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი.

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი კი აცხადებს, რომ  "ოცნების" მიმართაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა შესუსტებულად აღიქმება და სწორედ ამისთვის დაბრუნდა ივანიშვილი.

დასავლეთში არის ზოგადი განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო პირდაპირ და აშკარად იმისთვის დაბრუნდა, რომ მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას", რომლის მიმართაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა შესუსტებულად აღიქმება. ბატონ ივანიშვილს ალბათ აღელვებს ფიქრი იმაზე, რომ თუ თავად არ შეასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს, "ქართული ოცნების" პოზიციები შეიძლება ჩამოიშალოს", - ამბობს უილიამ კორტნი.

 

 

მსგავსი სიახლეები