"ეს, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე არ მოხდებოდა" - დეა მეტრეველი კეკელიძის გათავისუფლებაზე
"ლელოს" წევრი დეა მეტრეველი ფიქრობს, რომ გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ შალვა პაპუაშვილის დონეზე არ მოხდებოდა და მასში მთლიანად "ოცნების" ხელისუფლების ხელი ურევია.
მეტრეველის თქმით, ცინიკურია ის შეფასება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა კეკელიძის გათავისუფლებისას, როცა თავად "ოცნების" ხელისუფლებას უვადოდ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა.
წულუკიანის რეპრესიების პარალელურად, უკვე გაორმაგებული ძალებით ცდილობენ ყველა კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თავისუფალი სივრცის მოგუდვას და გაკონტროლებას. ძალიან შეურაცმყოფელია ის არგუმენტი, რომლითაც გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება. ცინიკურია ის შეფასება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა მაშინ, როცა თავად "ოცნების" ხელისუფლებას უვადოდ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. ეს, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე არ მოხდებოდა, აქ "ოცნების" ხელისუფლების მთელი გუნდია ჩართული", - ამბობს დეა მეტრეველი.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლების დროა.