არაკომპეტენტურობაა, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს - პაპუაშვილი დანიის ელჩზე
"ჩანს, დანიის ელჩი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, არ მომხდარიყო სხვადასხვა ინტერპრეტაცია," - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დანიის ელჩის განცხადებას, სადაც მან ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
პაპუაშვილის თქმით, ელჩმა, როგორც ჩანს, აზრის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
ჩვენ ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება დააბრალა, ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, იმით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო. თუ ეს არაკომპეტენტურობა არის, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ, რომ ეს არის არაკომპეტენტურობა.
სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, იწვევს ხოლმე წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებასაც შესაბამისი კონტექსტით გაიგებს.
დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპედი არ იქნა გაგებული სწორად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამიას, ელჩმა ვერ შეძლო სავარაუდოდ საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა. როდესაც განცხადება არის, რომ კონტექსტის არასწორად გაგება მოხდა, ჩანს, რომ ელჩი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ არ მომხდარიყო მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია", - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ანე ტოფტ სორენსენი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. როგორც ელჩი დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში აღნიშნავს, ივანივილის დაფუძნებული პარტია ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს.