წინასაარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება - ხაჯიშვილი გიორგი კეკელიძის გათავისუფლებაზე
„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი გიორგი კეკელიძის მიმართ, რა თქმა უნდა არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინა საარჩევნოდ მიღებული რეპრესიული გადაწყვეტილება,“ - ეს განცხცადება საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა გააკეთა.
ხაჯიშვილი გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას ეხმაურება და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს.
ეს არის წინასაარჩევნოდ რეპრესიების გაგრძელება, იმ რესურსის გამოყენების მცდელობა. ასევე, აბსურდული იყო მიზეზი თუ რატომ გაუშვეს, თურმე 11 წელი ყოფილა დირექტორი. 12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ივანიშვილია და რატომ არ მიდის მაშინ? ეს არის აბსურდული მიზეზი და ალბათ, ილია ჭავჭავაძესაც არ მოეწონებოდა ის ნაბიჯი, რაც გადადგა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კეკელიძის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ პოლიტიკურ ნაბიჯს და წინა საარჩევნო რეპრესიებს,“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.