კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს, მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება - ბუჩუკური

12.01.24 12:54
კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს, მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება - ბუჩუკური

"მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება", - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან გიორგი გახარიას ინიციატივას უპასუხა ივანიშვილთან დებადებთან დაკავშირებით და თქვა, რომ "გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ბუჩუკურს და ლილუაშვილს ეტიკტოკოს".

ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ.

მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "ფოლოვერი" ყოფილა „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევდი, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, მძიმე ეტაპი აქვს ცხოვრებაში და კიდევ უფრო დაუმძიმდება სამწუხაროდ. ჩემი „ტიკ-ტოკის“ ვიდეოების ყურებით განიმუხტება.

რაც შეეხება დანარჩენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მინიონები რას იტყვიან. მთავარია ის, აპირებს ბრალდებებზე, რაც ისმის ივანიშვილის მხრიდან სამი წელია გახარიას მიმართ, აიღოს ანგარიშვალდებულება და საზოგადოების წინაშე თავად ისაუბროს, თუ აპირებს ისევ დაიმალოს და ამ მინიონებით გააგრძელოს საუბარი. მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები