ამ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება, რომ ივანიშვილთან საჯარო დებატებზე ისაუბროს - ქადაგიშვილი გახარიაზე
გახარიას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, რომ ივანიშვილთან საჯარო დებატებზე ისაუბროს - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის უმადურობას და ღალატს საზღვარი არ აქვს.
ამ ადამიანს არ აქვს მორალური და არც პოლიტიკური უფლება, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რაიმე საკითხზე, მითუმეტეს მასთან საჯარო დებატებზე ისაუბროს. ეს ერთია და მეორეა ის, რომ თვითონ ამ ადამიანის მიერ განვლილი გზა, კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უმადურობას და ადამიანის მხრიდან ღალატს საზღვარი არ ჰქონია. რეზინის ტყვიის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის გამოყენება კანონით დასაშვებია, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიტიკურად იმ მომენტში, ასეთი ქმედება დამაზიანებელი იყო თუ არა, მიზანშეწონილობაში ჯდებოდა თუ არა", - ამბობს ქადაგიშვილი.
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში, ყოფილი პრემიერი მზადაა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის კითხვებს პასუხი გასცეს და თავადაც დაუსვას შეკითხვები.