მედია, NGO - რატომ ეშინიათ ფინანსური მდგომაროების ბოლომდე გამჭვირვალედ გახდომა? - ქადაგიშვილი HRW-ის პასუხად

12.01.24 13:39
მედია, NGO - რატომ ეშინიათ ფინანსური მდგომაროების ბოლომდე გამჭვირვალედ გახდომა? - ქადაგიშვილი HRW-ის პასუხად

Human Rights Watch-ის კრიტიკული ანგარიშის არცერთი პუნქტი მმართველი პარტიისთვის მისაღები არ არის. "ქართული ოცნების" დეპუტატები თვლიან, რომ ანგარიში რეალობას არ ასახავს.

დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი თვლის, რომ ე.წ. რუსული კანონი, რასაც "ხალხის ძალა" ლობირებდა და "ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერა ჰქონდა, გამჭვირვალობის გარანტი იყო.

პირველ რიგში, მოვახსენებ მათი ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ერთხელ მაინც შემოიხედოს პარლამენტის შენობაში და გადათვალოს, რამდენი ტელევიზიაა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია. თუ ვინმეს საქართველოში აზრის გამოხატვა ეკრძალება და თუ ვინმეს საქართველოში უკიდურესი შეურაცხყოფის დონეზეც კი აქვს უფლება, რომ აზრი გამოხატოს, ამაზე მეტად აზრის გამოხატვა როგორ არის გვასწავლონ მაშინ. 

თითქოს ხომ Human Rights Watch-ის ერთ-ერთი ამოცანა არის გამჭვირვალობა, ამიტომ გვინდა გამჭვირვალობა ყველა მიმართულებით, არა მარტო იმ მიმართულებით, რომ პარტიები ფულს რაში ხარჯავენ ბოლო კაპიკამდე იყოს ცნობილი, ტელევიზია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია - რატომ ეშინია ყველა ამ ორგანიზაციას თავისი ფინანსური მდგომაროების ბოლომდე გამჭვირვალედ გახდომა,“ - ამბობს ქადაგიშვილი.

Human Rights Watch-მა რამდენიმე საათის წინ უახლესი ანგარიში გამოაქვყენა. ექვსთავიან დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი. საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია. დოკუმენტში ასევე განხილულია 2023 წლის  სპეცოპერაციები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოწვევად რჩება ჟურნალსტებეე თავდასხმებიც. 

მსგავსი სიახლეები