რაც HRW-ის დასკვნაში წერია, ყველაფერი სიმართლეა და ეს შეწყდება მაშინ, როდესაც გვეყოლება ნამდვილი დემოკრატიული ხელისუფლება - ხაჯიშვილი

12.01.24 14:04
რაც HRW-ის დასკვნაში წერია, ყველაფერი სიმართლეა და ეს შეწყდება მაშინ, როდესაც გვეყოლება ნამდვილი დემოკრატიული ხელისუფლება - ხაჯიშვილი

„რაც HRW-ის დასკვნაში წერია, ყველაფერი არის სიმართლე და ეს შეწყდება მაშინ, როდესაც გვეყოლება ნამდვილი დემოკრატიული ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება, შეიცვლება შემდეგ ეს სტატუსიც და ეს შენიშვნებიც შეიცვლება სიკეთისკენ," - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა HRW-ის დასკვნას.

ხაჯიშვილის შეფასებით HRW-ის დასკვნა ქვეყანაში არსებულ რეალობას აღწერს.

ძალიან მოკლე ვიქნები ამ პასუხში იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებს მაშინ დავიცავთ, როდესაც საქართველოში იქნება ნამდვილად დემოკრატიული ხელისუფლება. დღეს არ გვყავს ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება ,ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ ბოლომდე დემოკრატიული ქვეყანა,როდესაც გვყავს რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში. შესაბამისად ,როდესაც ხელისუფლება, შეიცვლება შემდეგ ეს სტატუსიც და ეს შენიშვნებიც შეიცვლება სიკეთისკენ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს იყო რუსული კანონი. ჩვენმა მეგობრებმა არაერთი ქვეყნიდან და პირველ რიგში აშშ-მ თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი, ეს არის რუსული კანონი, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმართული ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამიტომ დავიცავით ჩვენ ერთად ყველამ, როგორც პარლამენტში კომიტეტებზე დავიწყეთ, შემდეგ ჩვენმა ახალგაზრდებმა, მოსახლეობამ. იმიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი გარეთ და იმიტომ დაიცვა თავისი უფლებები, რომ ეს იყო ზუსტად მათ წინააღმდეგ მიმართული კანონი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა კომენტარები გააკეთოს ახლა "ქართულმა ოცნებამ" ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ასე, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი მომართული იყო ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მეტი შეზღუდვა ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობის, ნაკლები დემოკრატია ყოფილიყო და რაც ამ დასკვნაში წერია, ყველაფერი არის სიმართლე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შეწყდება მაშინ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ეს მოხდება 2024 წელს," - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მსგავსი სიახლეები