აბსოლუტურად ყველა ვეთანხმებით მამა ანდრიას, ყველანაირ ძალადობას და ვანდალიზმს ვგმობ - იღუმენი გრიგოლი

12.01.24 15:12
აბსოლუტურად ყველა ვეთანხმებით მამა ანდრიას, ყველანაირ ძალადობას და ვანდალიზმს ვგმობ - იღუმენი გრიგოლი

"აბსოლუტურად ყველა ვეთანხმებით მამა ანდრიას", - ამ განცხადებას სამების ტაძრის იღუმენი გრიგოლი აკეთებს.

როგორც იღუმენი ამბობს, თავდასხმა, მათ შორის სასულიერო პირზე, მიუღებელია, რადგან ბოლო რამდენიმე დღეა მამა ანდრია ჯაღმაიძეზე პრორუსულ ჯგუფებს იერიში მიაქვთ. 

აბსოლუტურად ყველა ვეთანხმებით მამა ანდრიას - მეც და ჩემს გარშემო კოლეგებიც, რომ როგორც მან ბრძანა, ამ ხატს წააბრძანებენ და სტალინის სურათი იქნება წაშლილი და დაიხატება სხვა სცენა. მე ყველანაირ ძალადობას და ყველანაირ ვანდალიზმს ვგმობ. არ არის სწორი ეს დამოკიდებულება - როდესაც ჩვენ სხვისი ქმედება არ მოგვწონს, ჩვენც იმაზე მეტი არ უნდა ჩავიდინოთ. ჩვენ პირველ რიგში, გვიცავს ღმერთი,“ - ამბობს იღუმენი გრიგოლი.

საქართველოს საპატრიარქო პრორუსული ძალების და სტალინის ხატის მადიდებლების  თავდასხმის მსხვერპლი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელს ყალბი Facebook გვერდი შეუქმნეს და მამა ანდრია ჯაღმაიძის სახელით წარმოუდგენელი შინაარსის განცხადებები ვრცელდება.  

მსგავსი სიახლეები