„ოცნების“ წარმომადგენლები - მთავრობა იქნება თუ დეპუტატები, არიან ალილო-ფარისებლები - გოცირიძე

12.01.24 15:23
„ოცნების“ წარმომადგენლები - მთავრობა იქნება თუ დეპუტატები, არიან ალილო-ფარისებლები - გოცირიძე

"ეს არის პოპულისტური, მოჩვენებითი რწმენის გამოხატულება, რომლის მთავარი მიზანი არის ამომრჩეველზე ზემოქმედება და ეკლესიის და რელიგიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებს.

გოცირიძე ეხმაურება "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - მთავრობა იქნება თუ დეპუტატები, არიან ალილო-ფარისებლები - აი, აქ ჩამოივლის ალილო და კალათებით კანფეტებს რომ დაურიგებენ, ეს არის მათი რწმენა და 2-მეტრიან სანთლებს რომ დაიჭერენ ეკლესიებში და პატივცემულ მღვდლებს რომ ხელებზე ემთხვევიან და მერე ამ ფოტოებს რომ გამოფენენ. ეს არის პოპულისტური, მოჩვენებითი რწმენის გამოხატულება, რომლის მთავარი მიზანი არის ამომრჩეველზე ზემოქმედება და ეკლესიის და რელიგიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები