ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას ადამიანების რელიგიური გრძნობების გამოყენებით - ბუჩუკური

12.01.24 15:29
ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას ადამიანების რელიგიური გრძნობების გამოყენებით - ბუჩუკური

"როგორც ოპოზიცია, ისე სახელისუფლებო პოლიტიკური პარტია, ზოგადად, პოლიტიკოსები, უნდა მიხვდნენ, რომ რწმენა და რელიგიური გრძნობა არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და ინტიმური საკითხი ადამიანისთვის," - ამ განცხადებას "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური აკეთებს.

ბუჩუკური "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ამიტომ ამ გრძნობებით სპეკულაცია, მანიპულაცია, პროვოკაციებისთვის გამოყენება, ადამიანების გაღიზიანება, ერთმანეთთან სპეციალურად დაჯახება და ა.შ. ამ პოლიტიკური მიზნებისთვის, მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სენსიტიტური, ინტიმური საკითხის გამოყენებს არის ამორალური. ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება ცდილობენ რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერას ადამიანების რელიგიური გრძნობების გამოყენებით, მათ შორის ეს კანონპროექტიც ამას უკავშირდება,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები