კეკელიძე პრინციპულად ხელისუფლებას აზრის საწინააღმდეგოდ იყო, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია - ვოლსკი

12.01.24 16:51
კეკელიძე პრინციპულად ხელისუფლებას აზრის საწინააღმდეგოდ იყო, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია - ვოლსკი

"ოცნების" წევრი გია ვოლსკი აღიარებს, რომ გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია და კეკელიძის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ.

პოზიცია გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს იგონებს, რომელიც გიორგი კეკელიძეს ჰქონდა. ის მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არც ერთი ნიშნით და არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია.

ეხლა, თუ გავიდა გარკვეული ხანი და შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთი ადამიანი შეცვალოს მეორე ადამიანით და ეს მისი დისკრეციული უფლებაა, რასაკვირველია ამაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა ვოლსკიმ. 

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და  განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა  და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში  განახლების დროა.  

მსგავსი სიახლეები