კეკელიძეს არც შეურაცხყოფით და არც „მგლის ბილეთით“ არავინ უშვებს - ქადაგიშვილი

12.01.24 16:58
კეკელიძეს არც შეურაცხყოფით და არც „მგლის ბილეთით“ არავინ უშვებს - ქადაგიშვილი

ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს, - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსაზრება, რომ კეკელიძე პოლიტიკური მოტივით გაუშვეს, ოპოზიციის სპეკულაციაა.

„იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სტატუსქვო აბსოლუტურად ხელშეუხებელი უნდა იყოს, ეს მგონი არის სპეკულაცია. „პოლიტიკური მიზნებით გაუშვეს“- ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება გათავისუფლებული იქნას ან აღარ მუშაობდეს, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და  განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა  და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში  განახლების დროა.  

მსგავსი სიახლეები