რას იტყვის ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან - რას ელის პრეზიდენტისგან "ოცნება" და უმზადებს თუ არა თავად დემარშს

12.01.24 16:58
რას იტყვის ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან - რას ელის პრეზიდენტისგან "ოცნება" და უმზადებს თუ არა თავად დემარშს

რა აქვს სათქმელი სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისთვის" - პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს ამზადებს.

ქვეყნის მთავარსარდალი კანონმდებლების წინაშე ექვს თებერვალს უნდა წარსგდეს. ეს იქნება ზურაბიშვილის ბოლო ანგარიში პრეზიდენტის რანგში და მისი პირველი მისვლა პარლამენტში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.

სამზადისი დაწყებული აქვს "ქართულ ოცნებასაც". კობახიძის გუნდის წევრები არ მალავენ, რომ სიურპრიზებს არა, თუმცა კრიტიკას ნამდვილად ელოდებიან. 

მმართველი პარტიის დეპუტატები არ პასუხობენ კითხვას - დაესწრებიან თუ არა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და მოისმენენ თუ არა მის განცხადებას.

6 თებერვალს ის უნდა მოვიდეს პარლამენტში, არანაირ სიურპრიზს არ ველოდები, ვინაიდან ის პოლიტიკური უზნეობა, რომელიც მოვისმინეთ მისგან 26 მაისს გასული წლის, პარლამენტში და შემდეგ საერთაშორისო ვოიაჟების დროს, ვოიაჟების წინ ან შემდეგ, რასაკვირველია, იქნება კვლავ მის რიტორიკაში, ამას ნამდვილად ველოდები,“ - ამბობს ვოლსკი.

იმ განცხადებებიდან და პოზიციიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის ფორმალურ პრეზიდენტს დღემდე ჰქონდა, არ მგონია, რომ რამე სხვა და განსაკუთრებული თქვას, ამბობს იმას, რასაც ამბობს ენმ და რასაც ამბობს ნაცმოძის სატელიტი როგორც პროპაგანდისტული მედიები, ასევე სხვა პატარ-პატარა მედიები,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა თვითონ გამოაცხადოს მორატორიუმი თავის დესტრუქციულ ქმედებებზე, ეს იქნება ნაბიჯი მისი მხრიდან, ჩვენ არანაირი მორატორიუმი არ გვაქვს გამოსაცხადებელი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები