პრეზიდენტმა უნდა შეახსენოს პარლამენტს, რომ ის არის საზედამხედველო ორგანო მთელი ამ პროცესის - ბესელია

12.01.24 17:04
პრეზიდენტმა უნდა შეახსენოს პარლამენტს, რომ ის არის საზედამხედველო ორგანო მთელი ამ პროცესის - ბესელია

რა სათქმელი აქვს პრეზიდენტს პარლამენტისთვის და საზოგადოებისთვის - ეკა ბესელია თვლის, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გამოსვლა ექნება პარლამენტში.

როგორც ბესელია ამბობს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან უნდა შეახსენოს პარლამენტს, რომ სწორედ ის არის საზედამხედველო ორგანო.

პრეზიდენტის პირველი გამოსვლა პარლამენტში დაგეგმილ დროს იქნება, პირველი, გამოწვევა პარლამენტის უმრავლესობისთვის, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ კონსტიტუციური ვალდებულება პრეზიდენტმა შეასრულოს და მეორე, პრეზიდენტის გამოსვლა, ვფიქრობ, რომ იქნება ზუსტად რომ შესატყვისი ახლა ამ მოცემულობის, კერძოდ, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს აქვს ძალიან მაღალი ვალდებულება, დარჩენილ დროში შეასრულოს ყველა ის დავალება, რაც არის გაწერილი, ამიტომ პარლამენტის როლი და ფუნქცია პრეზიდენტის მხრიდან იქნება ხაზგასმული - მან უნდა შეახსენოს პარლამენტს, რომ პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო მთელი ამ პროცესის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები