ზურაბიშვილისთვის და ყველასთვისაც მთავარი ამოცანაა, რომ არ მივცეთ ივანიშვილს არჩევნების გაყალბების საშუალება - გოგიჩაიშვილი
"რას ილაპარაკებს, რა აქცენტებს გააკეთებს, ეს თავიდან ბოლომდე მასზე არის დამოკიდებული," - ამ განცადებას ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს.
გოგიჩაიშვილი 6 თებერვალს პრეზიდენტის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი პროგნოზირება მარტივი არ არის.
თუმცა გოგიჩაიშვილის თქმით, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე საზოგადოების მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს.
გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ არჩევნებში სასურველი შედეგის მიღებას და საპარლამენტო უმრავლესობა მას არ ექნება.
რას ილაპარაკებს, რა აქცენტებს გააკეთებს, ეს თავიდან ბოლომდე მასზე არის დამოკიდებული. სალომე ზურაბიშვილის პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, იმიტომ, რომ თვითონ იღებს ამ გადაწყვეტილებას.
სალომე ზურაბიშვილს როგორც ჩანს, აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელსაც აზიარებს სავარაუდოდ, მაგრამ ძალიან ვიწრო ჯგუფში. მისთვისაც და ყველასთვისაც მთავარი ამოცანა არის, რომ არ მივცეთ ივანიშვილს არჩევნების გაყალბების საშუალება.
ივანიშვილის თემა დამთავრებულია - ივანიშვილი ვერ მოიგებს არჩევნებს, ივანიშვილს არ ექნება საკმარისი მანდატები უმრავლესობის დასაკომპლექტებლად,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.