სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებაში - სკანდალური მხილება და გასაიდუმლოებული ხატმწერი
როგორ მოხვდა სკანდალური ხატი სამების ტაძარში - ყველაფერს ფარდა ტაძრის მოძღვრის აღიარებამ ახადა. მამა იოვანე მჭედლიშვილი მომხდარს ნანობს და შენდობას ითხოვს. სასულიერო პირის ამ განცხადებას კი ხატის შემომწირველების მკაცრი რეაქცია მოყვა. "პატრიოტთა ალიანსი" არქიმანდრიტს აკრიტიკებს. პარტიის ლიდერი საპატრიარქოსაც მიმართავს და ეუბნება, რომ უკანდახევით მტრებს კოჭი გაუგორეს.
ინაშვილის დიდი მხილების შემდეგ კი ახლა საპატრიარქო სტალინის ხატის მადიდებლების თავდასხმებს იგერიებს. მთავარი სამიზნე მამა ანდრია ჯაღმაიძე გახდა, რომლის სახელითაც ფეისბუქზე ე.წ. ფეიკი გვერდი შექმნეს. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი სასულიერო პირი თითქოს რუსეთის დიდი მაქებარია. ხატი კი, რომელიც ქვეყანაში დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა, ჯერ ისევ სამებაშია. "პატრიოტთა ალიანსი" საგულდაგულოდ მალავს იმ ხატმწერის ვინაობას, ვინც სტალინის გამოსახულება ნამუშევარზე დაიტანა.