ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება - HRW-ის კრიტიკული ანგარიში

12.01.24 20:28
ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება - HRW-ის კრიტიკული ანგარიში

 

ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება - ეს არის ერთადერთი ახსნა იმ უმძიმესი ანგარიშის, რომელიც Human Right Watch-მა გამოაქვეყნა. კიდევ ერთი მძიმე წელი ქვეყნისთვის, რომელიც  გავლენიანი ორგანიზაციის დოკუმენტში დეტალურად აისახა. რუსული კანონი და უწყვეტი თავდასხმები უფლებადამცველებზე, მარტის აქციები, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მათი მუშაობის შეზღუდვა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ კანონად აქცია - ასევე ანგარიშში მოხვდა ოპონენტების გაშვების კამპანია, რომელიც ხელისუფლებამ პოლიტიკურ იარაღად აქცია. 

ცალკე თავი ეძღვნება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. გასულ წელს 1700 მეტი საჩივარია შესული სამართალდამცველების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტზე, მათგან 140-მდე მხოლოდ მარტის აქციებს ეხება. ფაქტია, რომ  წლიდან წლამდე ქვეყანაში  ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა უარესდება. თუმცა ამ უმწვავეს ანგარიშს ქართული ოცნება ისევ არასამთავრობო სექტორზე  თავდასხმით პასუხობს. მთავარი ბრალმდებელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

მსგავსი სიახლეები