რა აქვს სათქმელი ზურაბიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებულ ივანიშვილზე? - პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან
რა აქვს სათქმელი სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებულ ივანიშვილზე? ოლიგარქის საჯაროდ გამოჩენის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მასზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. მთავარსარდალი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აქტიური იყო, 30 დეკემბრის შემდეგ პრაქტიკულად არსად გამოჩენილა. ზურაბიშვილს 6 თებერვალს პარლამენტში ელოდებიან.
თუ "ოცნებამ" პროცედურული ხრიკებით მისი ყოველწლიური გამოსვლა არ ჩააგდო, მაშინ კობახიძის გუნდს, რომელმაც პრეზიდენტი დე-ფაქტოდ გამოაცხადა, ტრიბუნიდან მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწევს. ეს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის ბოლო წლიური ანგარიშია. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს მივა.
მსგავსი სიახლეები
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.