რატომ გაუშვეს თანამდებობიდან გიორგი კეკელიძე?
რატომ გაუშვეს თანამდებობიდან გიორგი კეკელიძე - ამ კითხვას ვერც მისი შემცვლელი პასუხობს და პარლამენტის თავმჯდომარესთან გვამისამართებს. იქნება თუ არა ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი - გარანტირებული პასუხი კონსტანტინე გამსახურდიასგან ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ. დრო გვიჩვენებს - ამბობს გამსახურდია, რომელიც რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაიბარებს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
რასაც არ ამბობს არც ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი და არც ხელისუფლება ხმამაღლა ლაპარაკობს ის ხალხი, ვისთვისაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ცვლილებამ ბევრი კითხვა გაუჩინა. კიდევ ერთი მნიშვნელობანი რგოლი სახელოვნებო სივრცეში, რომლის დამორჩილების სპეცოპერაციაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო. კეკელიძე ხელისუფლებისგან უმართავი იყო - ამიტომ მიიღეს მარტივი გადაწყვეტილება. არასანდო კადრი ბიბლიოთეკას ჩამოაშორეს.