ივანიშვილის კრიტიკის გამო "ოცნების" სამიზნე მამუკა ხაზარაძეზე გახდა

12.01.24 20:48
ივანიშვილის კრიტიკის გამო "ოცნების" სამიზნე მამუკა ხაზარაძეზე გახდა

 

ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება არავის ეპატიება. "ოცნება" ყველას ლანძღავს, თუ ვინმე პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე რამეს იტყვის.  თავდასხმის ახალი სამიზნე დღეს მამუკა ხაზარაძე იყო. "ლელოს" ლიდერის წინააღმდეგ გაშავების კამპანია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხაზარაძემ არჩევნების შემდეგ ივანიშვილს რუსეთში გაქცევა უწინასწარმეტყველა. 289 დღეში ოლიგარქი მოსკოვში იქნება - ასეთია "ლელოს" ლიდერის პოლიტიკური პროგნოზი. 

სწორედ ეს ფრაზა გახდა "ოცნების" ისტერიის მიზეზი. რეაგირებამ არ დააყოვნა და უმრავლესობის ლიდერები რიგში დადგნენ ივანიშვილის დასაცავად. ხაზარაძეს გაახსენეს წარსული, თქვეს, რომ ამბიციებს გადაყოლილი პოლიტიკოსია და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ბიძინა ივანიშვილის ღვაწლიც შეახსენეს ქვეყნის წინაშე. სახელისუფლებო გზავნილებიდან კი ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ლელოს" ლიდერი "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

მსგავსი სიახლეები