"ოცნების" ყულაბა საახალწლოდ მილიონით შეივსო - სახელისუფლებო პარტიას დიდი ფული ბიზნესმა შესწირა

13.01.24 11:18
"ოცნების" ყულაბა საახალწლოდ მილიონით შეივსო - სახელისუფლებო პარტიას დიდი ფული ბიზნესმა შესწირა

"ქართული ოცნების" ყულაბა საახალწლოდ მილიონით შეივსო. სახელისუფლებო პარტიას დიდი ფული ბიზნესმა შესწირა.  სულ რაღაც 13 დღეში, ივანიშვილის დაფუძნებულმა პარტიამ, მილიონ 153 ათასი ლარი მიიღო. მონაცემები ანტიკორუფციული ბიუროს საიტზეა ასახული. 

მონაცემების მიხედვით, ოლიგარქთან დაახლოებული პირების გარდა, სახელისუფლებო პარტიას ფულს პატარა კომპანიებიც ჩუქნიან. 

გადამრიცხველთა შორის არიან ისეთი ბიზნესმენებიც, ვინც კანონდარღვევების გამო სახელმწიფო უწყებებმა დააჯარიმეს კიდეც. 

კორუფციის მკვლევარის და "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესო დონაძის თქმით, "ოცნებამ" წლის ბოლოს ბიზესს ჩამოუარა, დაარეკეტა და ფული შეაწირინა "ოცნების" სასარგებლოდ.

პირველი დეკემბრიდან 13 დღეში მილიონ 153 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო "ოცნებამ". ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, კობიაშვილები, მამაცაშვილები და ა.შ. და ასევე არის საინტერესო რამდენიმე ბიზნესმენი. გამოდის, რომ
"ოცნებამ" წლის ბოლოს ბიზესს ჩამოუარა, დაარეკეტა და ამ ადამიანებს ფული შეაწირინა "ოცნების" სასარგებლოდ. აღნიშნული ფული რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება საარჩევნო მიზნებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ის, რომ "ოცნება" აგრძელებს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც დაამკვიდრა და ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან ტენდერებში მონაწილეები და გარკვეულ ბენეფიტს ღებულობენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ასეთი კომპანიის მეწილეები შემდეგ ხდებიან "ოცნების" შემწირველები, ანუ "ოცნებამ" კარგად ააწყო პოლიტიკური კორუფციის სისტემა", - ამბობს ბესო დონაძე. 

ენმ-ს წევრი და "ანტიკორუფციული მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა პოლიტიკურ კორიფციაზე საუბრობს და გამოძიების დაყწყებას მოითხოვს.

სახელმწიფო ტენდერები ფაქტობრივად არის ის რესურსი, რომელსაც საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს "ქართული ოცნება". მას ჰყავს ფავორიტი კომპანიები. ამ ფავორიტ კომპანიებს მიაკუთვნებენ ტენდერებს. შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კომპანიები სამუშაოებს კეთილსინდისიერად არ ატარებენ, თუმცა აი ამ ფავორიტი კომპანიების დამფუძნებლები შემდგომში ხებიან "ოცნების" შემომწირეველები. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. აი ამ პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უნდა იწყებოდეს გამოძიება ქვეყანაში", - ამბობს ლაშა ფარულავა.

მსგავსი სიახლეები