"ბევრი საინტერესო მოლაპარაკება მიმდინარეობს" - მელია პარტიის ოფიციალური დაფუძნებისთვის ემზადება
როგორ სტრატეგიას აირჩევს ნიკა მელია არჩევნებში გასამარჯვებლად - ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფიციალური დაფუძნებისთვის ემზადება. რამდენიმე კვირაში საზოგადოებას მელია საკუთარ გუნდს და ხედვებს წარუდგენს.
მისი თანამოაზრეები აანონსებენ, რომ იქმნება განსხვავებული გუნდი, გამორჩეული ხედვებით. ახლა საინტერესოა, ვის ვნახავთ მელიას გვერდით. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური თანამებრძოლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სანდო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან გააჩნიათ.
ენმ-ის ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე "პირველებს" უყვება, რომ არარეგისტრირებული პარტია დამოუკიდებლად აპირებს ასპარეზს 2024 წლის არჩევნებში, შესაბამისად ისინი სხვა პარტიებს არ შეუერთდებიან.
დოლიძის თქმით, პარტიის დაფუძნების პარალელურად ბევრი საინტერესო მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ვემზადებით იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტული შეთავაზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლისთვის. შესაბამისად, ტექნიკური ხასიათის სამუშაო მიმდინარეობს ახლა პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ბევრი საინტერესო მოლაპარაკება მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აბსოლუტურად ყველა ქალაქში არარსებულ, არარეგისტრირებულ პარტიას ჰყავს ძალიან დიდი დასაყრდენი, რაც ძალიან დიდი ოპტიმიზმს მაძლევს. მალე გამოვჩნდებით კონკრეტული შეთავაზებებით, რადგან ყველა საუბრობს იმაზე, რომ ოლიგარქია და უნდა შეიცვალოს, მაგრამ რომ შეიცვლება მერე რას ვთავაზობთ ხალხს. სახელი არის ძალიან ტექნიკური რამ. მთავარი არის სახეები და არა სახელი, შესაბამისად ამ საკითხზეც ვმუშაობთ. შერწყმას ვგეგმავდეთ რომელიმე პარტიასთან არა, დამოუკიდებლად გამოვდივართ, დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ", - აღნიშნა დოლიძემ.