პოლონეთის ელჩის მხილება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმილის რეჟიმშია გადასული
პოლონეთის ელჩის მხილება - საგარეო საქმეთა სამინისტრო სრული დუმილის რეჟიმშია გადასული - დიპლომატიურ სკანდალში გახვეული უწყება თავის სამართლებლად ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ დარჩიაშვილის უწყება ბელადის რეპუტაციის დაცვაში ხარჯავს დროს.
"ლელო საქართველოსთვის" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ინტერესებს ატარებდნენ ქვეყანაში, რუსულ პოლიტიკას ემსახურებიან.
ბატონი ელჩის განცხადება ძალიან ნათლად აჩვენებს, რა დღეშია ჩავარდნილი საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფოს ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების, საუკეთესო ღირებულების დაცვისაკენ. როგორც ირკვევა, ქართული საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო სამსახური მოწადინებულია სტალინის რეპუტაციის დაცვისაკენ და ამაში იხარჯება დრო, რესურსი და ენერგია ნავლად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების მსახურებაში იხარჯებოდეს მთელი დრო და ძალისხმევა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ დღეს ჩვენ გვმართავს მართლაც რუსული რბილი ძალის მსახური ხელისუფლება, რომელიც სტალინის დაცვას და პუტინის, ლავროვის მსახურებას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას", - აღნიშნა გეგელიამ.
ილია დარჩიაშვილის სამსახურს პოლონეთის ელჩი ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.
მარიუშ მაშ-კევიჩი ამბობს, რომ სტალინის მუზეუმის დახურვის მოწოდების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შენიშვნა მიიღო.
როგორც ელჩი ამბობს, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მოხდენის მცდელობა გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თემას ეხებოდა.