ივანიშვილი და მისი რუსული პარტია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედებს უფრთხილდება - ფარულავა

13.01.24 15:36
ივანიშვილი და მისი რუსული პარტია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედებს უფრთხილდება - ფარულავა

"ივანიშვილი და მისი რუსული პარტია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედებს იცავს და უფრთხილდება", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა პოლონეთის ელჩის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხილებას.

ფარულავას თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავს ესხმიან იმ ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ და იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედებს, როგორც მშობლიურ სიმბოლიკას, როგორც მშობლიურ ნაწილს იცავს და უფრთხილდება და ამის გამო თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იცავენ ყველგან. აი ამ ადამიანებს ესხმის თავს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია", - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ამხელს. ამის შესახებ ელჩმა Sova.News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ელჩი ამბობს, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მოხდენის მცდელობა გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თემას ეხებოდა.

 

მსგავსი სიახლეები