მე არაფერს არ შევცლიდი ამ ხატზე, ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი - ინაშვილი საპატრიარქოს არ ეთანხმება
ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი კანონიკური წესების დაცვით დაწერეს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ამ განცხადებით ფაქტობრივად ეწინააღმდეგება პატრიარქს და საპატრიარქოსაც. ინაშვილი ცოტა ხნის წინ რადიკალების მიერ დაორგანიზებულ აქციას შეუერთდა.
ინაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხატზე რაიმეს შეცვლის გადაწყვეტილებას საპატრიარქოსგან განსხვავებით პირადად ის არ მიიღებდა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, რომ როდესაც ვნებათაღელვა გადაივლის ხატმწერის ვინაობას აუცილებლად იტყვის.
არც დავით თარხან მოურავი და არც მე ამ ხატის დაწერაში მონაწილეობას არ ვღებულობდით. ხატს შემწირველი კი არ წერს, ხატს წერს ხატმწერი და ეს ეპიზოდებიც მან შექმნა. ეს ხატმწერი მარხულობს, ის არის ქართველი ხატმწერი, ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, ჩაცხრება ეს ვნებათარელვა და დავასახელებთ ხატმწერის ვინაობას, შეგნებულად არ ვასახელებდი მანამდე, რომ თქვენ არ შეგეჭამათ. იმ ეპიზოდში სტალინი, მე არ აღმიქვამს როგორც დადებითი პერსონაჟი. ის ეპიზოდი ხატმწერის განმარტებით მოიცავდა შემდეგ შინაარსს, რომ ღმერთი ყველა მმართველზე ძლიერია, ღმერთი ყოვლისშემძლეა. როგორც მაზიარებლები, ჩვენ ვემორჩილებით პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მე არ მითქვამს, რომ გამახარა საპატრიარქოს ამ განცხადებამ და მე არ მითქვამს, რომ არ შემეძლო სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მე პირადად სულ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ, როგორც მაზიარებელი, მეც და დავით თარხან მოურავიც ვემორჩილებით პატრიარქის გადაწყვეტილებას. მე არაფერს არ შევცლიდი ამ ხატზე, აი ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. სამღვდელო პირისგან, ხატმწერისგანაც მივიღე მე კონსულტაცია, მათი განმარტებით არავითარი კანონიკა არ არის დარღვეული", - ამბობს ირმა ინაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი
მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.