"მრცხვენია, რომ ჩვენი პარტნიორის მიმართ ასე ვიქცევით" - პოლიტიკის ექსპერტები პოლონეთის ელჩის მხილებაზე

13.01.24 17:36
"მრცხვენია, რომ ჩვენი პარტნიორის მიმართ ასე ვიქცევით" - პოლიტიკის ექსპერტები პოლონეთის ელჩის მხილებაზე

სრული დუმილი "ქართულ ოცნებაში" - ასე პასუხობს მმართველი პარტია დიპლომატიურ სკანდალს. არც მთავრობას და რაც მთვარია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ პოლონეთის ელჩის  მძიმე ბრალდებების შესახებ.

პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ  სახელისუფლებო პარტიას თავის მართლება ეუხერხულება.

"ეს არის უსაზღვრო იდიოტიზმი, რითაც საქართველოს ეროვნული ინტერესები ზიანდება", - ასე აფასებს ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გია ჯაფარიძე პოლონეთის ელჩის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხილებას.

მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქვეყნის იმიჯს აზიანებენ.

მე არ ვიცი, ეს არის შეგნებული ქმედება თუ რა. ეს არის უსაზღვრო იდიოტიზმი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. შედეგი დგება ერთი და იგივე. ზიანდება საქართველოს ეროვნული ინტერესები. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მრცხვენია, რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორის მიმართ ვიქცევით ასე. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მივეცით ხმა ხელისუფლებას თუ არა, ისინი წარმოადგენენ დღეს საქართველოს", - აღნიშნა გია ჯაფარიძემ. 

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ნიკა ჩიტიძე "პირველებთან" ამბობს, რომ პოლონეთის ელჩის მიერ წაყენებული შეთავაზება ადეკვატური იყო, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებას მუქარის ტონით საუბრის უფლება არ გააჩნია.

პოლონეთის ელჩი გახლავთ საქართველოს დიდი მეგობარი. იგი ფლობს ქართულს. შეისწავლა სპეციალურად ქართული საქართველოში ყოფნის პერიოდში და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მას გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ის დაინტერესებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაციით და მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, შეთავაზება, რომ საქართველოში გაუქმებული იყოს სტალინის სახლ-მუზეუმი, გახლავთ აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არ იყო არანაირი მოთხოვნა, ეს იყოს უბრალოდ აზრის გაზიარება. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი უფლება არ გააჩნია, მუქარის ტონით ესაუბროს სტრატეგიულ პარტნიორს", - ამბობს ნიკა ჩიტიძე.

ცნობისთვისპოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ამხელს. ამის შესახებ ელჩმა Sova.News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ელჩი ამბობს, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის მოხდენის მცდელობა გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თემას ეხებოდა.

 

მსგავსი სიახლეები