საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია გახვეული - პოლონეთის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლაში ამხელს
საქართველოს ხელისუფლება დიდ დიპლომატიურ სკანდალშია გახვეული. პოლონეთის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლაში ამხელს. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ქვეყნის პოლიტიკოსი ამბობს, რომ ილია დარჩიაშვილის უწყება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა და შენიშვნებს არაფორმალურად აძლევდა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მარიუშ მაშკევიჩმა მთავრობას სტალინის მუზეუმის დახურვა ურჩია, თუმცა როგორც გაირკვა, რჩევის მიღების ნაცვლად, დიპლომატზე იერიში დაიწყო. ფაქტია, ივანიშვილის პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ამჯერად ულტიმატუმის ენით საუბარი ევროპელ ლიდერს დაუწყეს, რაც შესაძლოა ევროკავშირისკენ მიმავალ ჩვენს ქვეყანას ძვირი დაუჯდეს.
პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის საბჭოთა სიმბოლიკის დაცვა ხელისუფლების მხრიდან უკვალოდ არ ჩაივლის.
იმართლა თუ არა თავი დღი სბოლოს მაინც ილია დარჩიაშვილის უწყებამ? - დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.