წინასაახალწლო საჩუქარი "ოცნებას" - სახელისუფლებო პარტიამ მილიონიანი შემოწირულობა მიიღო
წინასაახალწლო საჩუქარი "ქართულ ოცნებას" - სახელისუფლებო პარტიამ მილიონიანი შემოწირულობა მიიღო. სულ რაღაც 13 დღეში, ივანიშვილის დაფუძნებულმა პარტიამ სალარო მილიონ 153 ათასი ლარით შეავსო.
კორუფციის მკვლევარებმა იკვლიეს და დადგინეს, რომ შემწირველთა სიაში ოლიგარქის მდიდარი გარემოცვის გარდა, რიგითი ბიზნესმენებიც არიან, თუმცა გადარიცხვებში ეჭვს ერთი გარემოება იქცევს. "ოცნებას" ფულს იმ კომპანიების დამფუძნებლები ჩუქნიან, ვისაც სახელმწიფო უწყებები კანონის დარღვევის გამო აჯარიმებენ.
ოპოზიციას გაუჩნდა განცდა, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნება" ფულის სანაცვლოდ ყველას ხელშეუხებლობას ჰპირდება. ეს ხდება მაშინ, როცა სპეციალურად ოპოზიციისთვის კანონს ამკაცრებენ და საარჩევნოდ იურიდიული პირებისგან პარტიებს დაფინანსების მიღებასს უკრძალავენ.