სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - Fitch-ის ანგარიში ცნობილია

14.01.24 09:36
სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - Fitch-ის ანგარიში ცნობილია

სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი 'BB' დონეზე შეუნარჩუნა. დოკუმენტში რისკებზე საუბრისას აღნიშნულია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სებ-ის კანონში ცვლილება და ლარის კურსი. ეროვნული ვალუტის შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მკვეთრი გაუფასურება ვალის დინამიკას დიდ რისკს უქმნის. 

მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მმართველობის ხარისხით უსწრებს თავის მსგავს ქვეყნებს, თუმცა მმართველობის ხარისხის აღქმას დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მზარდი დაპირისპირება (რომელიც 2023 წელს პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტის მცდელობაში გადაიზარდა)", - წერს Fitch-ი თავის მიმოხილვაში.

Fitch-ის ანგარიშში ასევე საუბარია, გეოპოლიტიკური რისკებზე, რომელიც რუსეთთან მიმართებაში კვლავ მაღალია. Fitch საშუალოვადიან პერიოდში არ ელის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხანგრძლივი გადაუჭრელი კონფლიქტების ესკალაციას.

გეოპოლიტიკურ რისკებში შევიდა ასევე, ის, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაწევრიანების პროცესში. მოლაპარაკებები ახლა გაგრძელდება ცხრა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთვის განსაზღვრა, მათ შორის სასამართლო რეფორმების პროგრესი, „დეოლიგარქიზაცია“ და მედიის თავისუფლება, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

მსგავსი სიახლეები