ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია - პაპუაშვილი
"ხუთჯვრიანი დროშა ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია", - ამ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშრებით აქვეყნებს.
20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია", - წერს შალვა პაპუაშვილი.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეთორმეტედ აღნიშნავს.