იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

14.01.24 10:45
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 40 წლის მამაკაცმა ჯერ ავტომობილი მოიპარა, შემდეგ კი მიმალვის დროს ავარიაში მოჰყვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იტალიური მედია იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანქანა კი ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან წაიყვანა. მოპარული მანქანა მეპატრონეს დაუბრუნეს. დაკავებული მამაკაცი კი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები